LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი მიწისძვრით დაზარალებულ ქალაქში ჩავიდა – „არასოდეს დავუშვებთ, ჩვენი მოქალაქეები თავშესაფრის გარეშე დარჩნენ“

143
Untitled design (4)

თურქეთის პრეზიდენტი მიწისძვრის შედეგად ყველაზე მეტად დაზარალებულ ქალაქში – ქაჰრამანმარაშში ჩავიდა. 

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოსახლეობას სიტყვით მიმართა და განაცხადა, რომ არც ერთი დაზარალებული მოქალაქე ქუჩაში არ დარჩება.

ქვეყნის პრეზიდენტის თქმით, ხელისუფლების მიზანია, 1 წლის განმავლობაში, მიწისძვრით დაზარალებულ 10 პროვინციაში ახალი სახლები ააშენონ.

მისივე თქმით, მიწისძვრის გამო, საცხოვრებელი სახლების გარეშე დარჩენილი მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, ანტალიის, მერსინის და  ალანიის სასტუმროებში იცხოვრონ.

„ჩვენმა ერმა ამგვარი კატასტროფის დროს უდიდესი მოთმინება გამოიჩინეს. მობილიზებულია ყველა შესაბამისი საშუალება, სახელმწიფო ინსტიტუტები მუშაობენ.

ჩვენი მიზანია და ვიმედოვნებთ, რომ ჩვენ განვახორციელებთ ამ ოპერაციებს ქაჰრამანმარაშში და დაზარალებულ კიდევ 9 პროვინციაში, ჩვენ ვერასოდეს დავუშვებთ ჩვენი მოქალაქეების ქუჩაში დარჩენას“, – განაცხადა ერდოღანმა.

ცნობისათვის, 4 თებერვლის შემდეგ, თურქეთსა და სირიაში მომხდარი რამდენიმე დამანგრეველი მიწისძვრის შედეგად გარდაცვლილთა საერთო რიცხვმა 11 000-ს გადააჭარბა.

განახლებული ინფორმაციით, მიწისძვრას ემსხვერპლა თურქეთის, სულ მცირე, 8 574 მოქალაქე. 2 530 ადამიანი დაიღუპა სირიაში.

ამავე თემაზე: 

„ნანგრევებში მოყოლილი ჩვენი 2 მოქალაქე ჯერჯერობით ვერ ვიპოვეთ“ – საქართველოს ელჩი თურქეთში ბოლო ცნობებით

საქართველო თურქეთში მაშველების დამატებით ჯგუფს აგზავნის

თურქეთის საელჩო აქვეყნებს მისამართებს, სადაც მოქალაქეებს მიწისძვრისას დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთების მიტანა შეუძლიათ

„10 წუთში ერთხელ საშინელი ბიძგებია, ძალიან ცუდი სიტუაციაა, ხალხს გარეთ სძინავს“ – რას აცხადებენ თურქეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეები

magti 5g