LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერდოღანი: თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია

137
რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთში მომხდარი მიწისძვრების შედეგად გარდაცვლილთა რიცხვმა 48 000-ს მიაღწია. მისი თქმით, დაშავდა 115 000-ზე მეტი ადამიანი, ხოლო 50 000 შენობა დაინგრა.

პრეზიდენტი ერდოღანი მადლობას უხდის იმ ქვეყნებს, რომლებმაც თურქეთს დახმარება აღმოუჩინეს.

„ასობით ქვეყანამ გამოგვიგზავნა დახმარება, გამოგვიგზავნა მაშველები. ძალიან მადლობელი ვარ მათი”, – აღნიშნა ერდოღანმა.

შეგახსენებთ, 6 თებერვალს თურქეთსა და სირიაში ორი ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრების სიმძლავრე 7.7 და 7.6 მაგნიტუდა იყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g