LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში…ათეულშიც არაა” – რას წერს დავით ბერძენიშვილი

910
BeFunky-collage (12)

“ლევან ბერძენიშვილმა, მისდა უნებურად, ხელისუფლების პროპაგანდის კონტრპროდუქტიულობის წყალობით, შიშველი სიმართლე უთხრა ბევრად მეტ ქართველ ახალგაზრდას, ვიდრე იმ ინტერვიუს დროს ვარაუდობდა,” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში დავით ბერძენიშვილი წერს, რითაც ერეკლე მეფესთან დაკავშირებით ატეხილ აჟიოტაჟს ეხმაურება.

როგორც ბერძენიშვილი აღნიშნავს, ერეკლე II ქართველებისთვის საუკეთესო მეფე ნამდვილად არ ყოფილა.

ის ასევე წერს, რომ “ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე – ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის”.

“ლევან ბერძენიშვილმა, მისდა უნებურად, ხელისუფლების პროპაგანდის კონტრპროდუქტიულობის წყალობით, შიშველი სიმართლე უთხრა ბევრად მეტ ქართველ ახალგაზრდას, ვიდრე იმ ინტერვიუს დროს ვარაუდობდა.

გვაწყობს ის და მხოლოდ ის, რაც სიმართლეა.

ერეკლე არ არის ქართველების საუკეთესო მეფეთა არც სამეულში, არც ხუთეულში…ათეულშიც არაა.

შარშან და წელს მიხდება ვიკითხო თითქმის ყველაფერი, რაც მოქმედ ქართველ ისტორიკოსებს მეთვრამეტე- მეცხრამეტე საუკუნეების მიჯნის ისტორიაზე დაუწერიათ, რადგან სტუდენტებს ქართულ- რუსულ ურთიერთობებზე ვესაუბრები. ჩემი ლექტორები – ვახტანგ გურული და მერაბ ვაჩნაძე( სხვებიც, ცხადია) პოსტსაბჭოთა პერიოდში ბევრს მუშაობდნენ ამ თემებზე.

ბევრი ნაშრომი, სახელმძღვანელო გამოაქვეყნეს – ერეკლე და მანამდე ვახტანგ მეექვსეც და მანამდე სხვები – ყველა შეცდა პრორუსული ორიენტაციის მცდელობით. მწარედ ვისჯებოდით, უპერსპექტივო, არარეალიზებული ჩრდილოური ორიენტაციის გამო. არაა ამ საკითხების( რუსული ორიენტაცია, ტრაქტატი) უშუალო სპეციალისტებისთვის საკამათო, რომ ერეკლემ კატასტროფული შეცდომა დაუშვა და ერს წაართვა სუვერენიტეტი. სწორია ბარათაშვილი. სწორია ჯავახიშვილი.

ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს სიმართლე – ერეკლე არც ფარსმანის ტოლია, არც გორგასლის, არც ბაგრატის, არც დავითის, არც გიორგის ….რა პრობლემაა.

ისიც უნდა იცოდეს, რომ ცეკას მდივანი შევარდნაძე ამ საზიზღარ “გიორგიევსკის ტრაქტატს” რუსეთთან შეერთების კონტექსტით აღნიშნავდა 1983 წელს. საზიზღარი, ქვეშევრდომული ფილმიც გადაიღეს “წიგნი ფიცისა”. სუვერენიტეტის გასხვისების, რუკაზე ფერის დაკარგვის 200 წლისთავი სწორედ, როგორც შეერთების(და არა მფარველობითი ხელშეკრულების) ხაზგასმით აღინიშნებოდა.
სახელმწიფოებრიობის დაკარგვის გამო სამარცხვინო ზეიმს ვინც აპროტესტებდა, სუკმა ზოგი გააციმბირა, ზოგიც გაამწარა, ზოგიც დაავადმყოფა… ჩემი სტუდენტობის მეგობრებია და ვიცი.

” გიორგიევსკის ტრაქტატი” – მძულს ეს ორი სიტყვა იმ დროიდან მოყოლებული.

ტყუილში ცხოვრებაა პრობლემა. და მეტი მომავალი გვჭირდება და ცოტა წარსული. ასე ვხედავ. სხვა პერიოდებზე და პერსონებზეც გველის კლიშეების, მითების გადაფასება. ნუ დავივიწყებთ, რომ ეს კლიშეები საბჭოთა პერიოდშია შექმნილი.

ლევანი ხელისუფლების უჭკუობით და უნებური დახმარებით ახალგაზრდებს გათავისუფლებაში ეხმარება.

ჰოდა, უფროსებიც გავთავისუფლდეთ,” – წერს დავით ბერძენიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g