LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ელექტრომატარებელი იმოძრავებს

93

ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ახალი ელექტრომატარებელი იმოძრავებს. „საქართველოს რკინიგზის” ცნობით, 15 ივნისიდან ერევანი-თბილისი-ბათუმის მიმართულებით ჩქარი, საფირმო მატარებელი №202/201 ინიშნება.

სამგზავრო შემადგენლობა მთელი ზაფხულის განმავლობაში ყოველდღიურად იმოძრავებს. მატარებელი ერევნიდან გამოვა 15:30, ბათუმში შევა 07:10, ბათუმიდან კი გამოვა 15:40 და ერევანში ჩავა 07:25. ამ მიმართულებას აქვს შემდეგი სიახლე: მატარებელი №202/201-ის გაჩერების სადგურების რიცხვს – სამტრედიის სადგური დაემატება. აღნიშნული მატარებლით მგზავრობის ტარიფი ვაგონების კატეგორიების შესაბამისად განისაზღვრება. მგზავრთნაკადის გაზრდის შემთხვევაში, გათვალისწინებულია შემადგენლობაზე ვაგონების დამატებაც“, – ნათქვამია „საქართველოს რკინიგზის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები