LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერევანში მიმდინარე პროტესტი შეტაკებებში გადაიზრდა – არიან დაჭრილები

255
ფორტუნა - 2023-09-20T003644.487

ერევანში, მთავრობის შენობასთან ვითარება დაძაბულია, მომიტინგეები, რომლებიც ნიკოლ ფაშინიანის გადადგომას მოითხოვენ, შენობაში შეჭრას ცდილობენ.

სომხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცავებსა და აქციის მონაწილეებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან როგორც სამოქალაქო პირები, ასევე პოლიციელები. მათ ნაწილს სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს, ნაწილი კი – ჰოსპიტალიზებულია.

დიმიტრი მედვედევი ნიკოლ ფაშინიანზე: „გამოიცანით, რა ბედი ელის მას…“

სომხეთის უშიშროების ეროვნულმა სამსახურმა განაცხადა, რომ ზომებს მიიღებს „ნებისმიერი ქმედებების გასანეიტრალებლად“, რომელიც შიდა უსაფრთხოების დესტაბილიზაციას ახდენს.

ამასთან, სომხური მედიის ინფორმაციით, მთავრობის შენობის სახურავზე სნაიპერები შენიშნეს.

შეგახსენებთ, საპროტესტო აქციები სომხეთში დღეს მას შემდეგ დაიწყო, რაც აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყარაბაღში კონსტიტუციური წესრიგის აღსადგენად ადგილობრივ ანტიტერორისტულ ზომებს ახორციელებენ. სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ იმ გარე და შიდა ძალებს, რომლებიც ქვეყნის ფართომასშტაბიან საომარ მოქმედებებში ჩართვას ცდილობენ, არ უნდა მიეცეთ საშუალება, საფრთხე შეუქმნან სომხეთის სახელმწიფოებრიობას და სომხეთმა, ესკალაციის ფონზე, „არ უნდა გადადგას გაუთვლელი, მკვეთრი და ავანტიურისტული ნაბიჯები“.

ამავე  თემაზე:

ალიევის ადმინისტრაცია: არალეგალურმა სომხურმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა უნდა აღმართონ თეთრი დროშა, ჩააბარონ ყველა იარაღი და უკანონო რეჟიმი უნდა დაიშალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, ანტიტერორისტული ღონისძიებები ბოლომდე გაგრძელდება

ფაშინიანი: „აზერბაიჯანი ცდილობს სომხეთი სრულმასშტაბიან სამხედრო მოქმედებებში ჩაითრიოს – სომხეთი საომარი მოქმედებების დაწყებას არ აპირებს“

„მხოლოდ იმის თქმა შეიძლება, რომ სომხების გენოციდი არ ყოფილა და ფაშინიანის მისია ამ მიწაზე შესრულდება – იუდას ბედი შესაშურია“ – სიმონიანი ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას ეხმაურება

„აზერბაიჯანის ჯარებმა სტეფანაკერტის დაბომბვა დაიწყეს“ – სომხური წყაროები ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებაზე იუწყებიან

magti 5g