სომხეთში, ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქიმიის ფაკულტეტის შენობაში აფეთქება მოხდა.
მედიის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.
მედიასაშუალებები ჯანდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით ასევე წერენ, რომ ჰოსპიტალიზებულია სამი ადამიანი.
ამ დროისთვის დაშავებულების მდგომარეობა უცნობია. ასევე უცნობია, რა გახდა აფეთქების მიზეზი.