14 აგვისტოს, ერევანში, „სურმალუს“ სავაჭრო ცენტრში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი 16-მდე გაიზარდა.
მომხდარ აფეთქებას სოციალურ ქსელში ეხმიანებიან საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი და სამძიმრის წერილს ავრცელებენ.
როგორც სალომე ზურაბიშვილი წერს, ის სომეხი ხალხის გვერდით დგას:
„დამწუხრებული ვარ ერევანში მომხდარი აფეთქების გამო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ოჯახების მიმართ, რომლებმაც დაკარგეს საყვარელი ადამიანები. ასევე ძალას და გამძლეობას ვუსურვებ სასწრაფო დახმარების მუშაკებს. მე სომეხი ხალხის გვერდით ვდგავარ“, – წერს პრეზიდენტი.
ირაკლი ღარიბაშვილი აღნიშნავს, რომ ყველას ფიქრები და ლოცვები მიმართულია ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი:
„დამწუხრებული ვარ, სომხეთის რესპუბლიკის დედაქალაქში პიროტექნიკის საწყობის აფეთქების და დაღუპულთა და დაშავებულთა შესახებ ამბის გამო. ვუსამძიმრებ ჩვენს სომეხ მეგობრებს ამ გლოვის ჟამს. ჩვენი ფიქრები და ლოცვები მიმართულია ამ ტრაგედიის მსხვერპლთა ოჯახებისა და ახლობლებისადმი“, – აღნიშნულია პრემიერის „ტვიტში“.
შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრ „სურმალუში“ აფეთქება 14 აგვისტოს მოხდა. ერევნის მერიის ინფორმაციით, შემთხვევა პიროტექნიკური მასალების საწყობის აფეთქებამ გამოიწვია.
აფეთქების შედეგად დაღუპულთა რიცხვი დღეს 16-მდე გაიზარდა. დაშავდა 60 ადამიანი, ამ დრომდე მკურნალობს 12 პაციენტი.
უკვე მესამე დღეა, ადგილზე სამძებრო-სამაშველო სამუშაო არ წყდება.
Deeply saddened by the shocking explosion in #Yerevan. I express my deepest condolences to the families who have lost their loved ones, but also strength and resilience to the emergency workers. I stand with the people of Armenia.
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) August 16, 2022
Deeply saddened by the news of the fatal fireworks storage explosion in ??’s capital, leaving people missing & injured. My sincere condolences go out to our ?? friends in this time of grief. Our thoughts & prayers are w/families & loved ones of the deceased in this tragedy.
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) August 16, 2022