LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერიკ რობერთსი აეროპორტში სპეციალური ეტლით და ხელჯოხით გადაადგილდება (ფოტო)

362

პოპულარული ამერიკელი მსახიობი და ჯულია რობერთსის ძმა, ერიკ რობერთსი პაპარაცებმა ნიუ-იორკის აეროპორტში მაშინ გადაიღეს, როცა ის სპეციალური ეტლით, აეროპორტის თანაშმრომლის დახმარებით გადაადგილდებოდა. მსახიობი ხელჯოხით  ბარგთან მიაცილეს, მოგვიანებით კი მან აეროპორტის ტერიტორია დატოვა. ცნობილია, რომ ერიკ რობერთსი ნიუ-იორკში ლოს-ანჯელესიდან დაბრუნდა.   ამ დრომდე უცნობია, აქვს თუ არა მსახიობს ჯანმრთელობის პრობლემები. ჯერ კიდევ დეკემბერში ის ბარბადოსის სანაპიროზე გადაიღეს. ამ პერიოდში ის ახალი ფილმის  Lord Of The Dance-ის გადაღებებით იყო დაკავებული.

90-იანი წლების სექს-სიმბოლო ერიკ რობერთსი ახლა 61 წლისაა. ის 10 წლით უფროსია ჯულია რობერთზე და მის ანგარიშზე უამრავი კინოსურათია. მას ასევე მიღებული აქვს „ოსკარის“ ნომინაციაც.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები