LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერისიონის“ ცნობილ ვიდეო-რგოლში «შატილის ასულო» მისმა როლმა შთამბეჭდავი კვალი დატოვა მაყურებლის მეხსიერებაში“- „ერისიონი“

287
არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი, პატრიარქი (3)

ანსამბლი „ერისიონი“ სოციალურ ქსელში ყოფილი წევრის გიული ცხადაძის ვიდეოს აქვეყნებს.

„მწუხარებას გამოვთქვამთ, ერისიონის ყოფილი წევრის, მომღერლისა და სოლისტის გიული ცხადაძის გარდაცვალების გამო.

ბ-ნი გიული მრავალი წელი აქტიურად იყო ჩართული ანსამბლის შემოქმედებით ცხოვრებაში.

მსმენელსა და მაყურებელს განსაკუთრებით დაამახსოვრა თავი ცეკვა აჭარულში მისმა სახასიათო სახემ. ხოლო ერისიონის გახმაურებულ ვიდეო-რგოლში «შატილის ასულო» განსახიერებულმა როლმა, შთამბეჭდავი კვალი დატოვა მაყურებლის მეხსიერებაში.

ანსამბლი დიდი პატივისცემით იხსენებს მას და თანაუგრძნობს მის ოჯახსა და ახლობლებს“, – წერს „ერისიონი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g