„ბლექ სი არენაზე“ 13 აგვისტოს „ერისიონის“ კონცერტი გაიმართება. პროექტს „ქართული საგანძური“ ქართველი მაყურებელი პირველად იხილავს ასეთი დიდი მასშტაბით. სპეციალურად კონცერტისთვის საფრანგეთიდან განათების სპციალისტები ჩამოდიან, რომლებიც „ერიოსიონთან“ ერთად დიდი ხანია, მუშაობენ.
როგორც ჯემალ ჭკუასელმა მედიასთან საუბრისას განაცხადა, მაყურებელი შოუს განმავლობაში ბევრ სიახლეს იხილავს, გარდა ამისა, მოხარულნი არიან, რომ ასეთ დიდ და ყველა საჭირო აპარატურით აღჭურვილ სცენაზე საქართველოში უწევთ გამოსვლა. შოუც სპეციალრუად „ბლექ სი არენის“ მოთხოვნებს შეუსაბამეს. პროექტს, რომელმაც უცხოელი მაყურებლის გულები დაიპყრო, საქართველოში პირველად აჩვენებენ.
ბილეთების ფასები კი წარმოუდგენლად დაბალია. ფასი 7 ლარიდან იწყება, შეძენა კი ტრადიციულად tkt.ge-ზე შეგიძლიათ, ისევე, როგორც „ბლექ სი არენის“ სალაროებში.