LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ ლატარიაში მორიგი ჯეკპოტი გათამაშდა

122

ეროვნულ ლატარიაში მორიგი ჯეკპოტი გათამაშდა . ლატარიის კომპანიის “ბეთინგ ცენტრში” ჯეკპოტის გამარჯვებული,   რომან სარალიძე გამოცხადდა.  მისმა იღბლიანმა ბილეთმა  პირველ ივლისს,  ლოტო 6/36 -ის პირველი კატეგორია,  ანუ ჯეკპოტი 2,077,529 ლარი მოიგო.

როგორც ”ფორტუნას” ლატარიის კომპანიიდან აცნობეს, ლოტოს წესების მიხედვით, ბილეთმა გაიარა ვალიდაციის პროცედურა, გამარჯვებულმა გახსნა პირადი ანგარიში ბანკში, სადაც ორ კვირაში ჩაერიცხება კუთვნილი მოგება.

”მოგეხსენებათ, რომ ჯეკპოტი ექვსი ძირითადი რიცხვის დამთხვევით ვლინდება. 674-ე გათამაშებისთვის მომგებიანი რიცხვების კომბინაცია კი შემდეგნაირად გადანაწილდა –

4 , 9 , 10 , 15 , 27 , 31.  საქართველოს ლატარიის კომპანია ულოცავს გამარჯვებულს და მას კუთვნილ მოგებას დაჯილდოვების ოფიციალურ ცერემონიაზე გადასცემს”, – განაცხადეს ლატარიის კომპანიაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები