LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს ლატარიის კომპანიას ჯამში 92 მილიონ ლარამდე აქვს გაცემული

88

საქართველოს ლატარიის კომპანიამ ჯეკპოტის გამარჯვებულს კუთვინილი მოგება გადასცა. 1 212 171 ლარი ლოტოს 610-ე გათამაშებაში ლანჩხუთელმა ცოლ-ქმარმა ნუგზარ ბედინაძემ და თეონა ვაშაყმაძემ მოიგეს. იღბლიანი ბილეთი კომპანიაში ნუგზარ ბედინაძემ წარადგინა. შესაბამისად, კუთვნილი მოგება მას დღეს გადაეცა.

”ნამდვილად განსხვავებული მოვლენა იყო, რომ ჯეკპოტი მოიგო ახალგაზრდა ოჯახმა, რომელსაც გამარჯვებიდან მეორე დღეს ბავშვი შეეძინა. მინდა მივულოცო მათ ეს გამარჯვება და აღვნიშნო, რომ ახალი ჯეკპოტის სასტარტო ღირებულება 600 ათას ლარს შეადგენს,”- განაცხადა საქართველოს ლატარიის კომპანიის დორექტორმა, ლევან ფანჩულიძემ.

მისი თქმით, 2015 წლის განმავლობაში ჯეკპოტი უკვე მეორედ გათამაშდა, ხოლო დაარსებიდან დღემდე ლატარიის კომპანიას გაცემული აქვს 92 მილიონ ლარამდე მოგება.

საქართველოს ლატარიის კომპანიაში აცხადებენ, რომ მომავალ წელს მომხმარებელს ახალ პროდუქტებს შესთავაზებენ, როგორც ონლაინ, ასევე ოფლაინ მიმართულებით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები