LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს კიდევ ერთი მილიონერი ჰყავს

147

“ჯეკპოტის” მფლობელი უკვე ცნობილია. მისი მფლობელი, ლანჩხუთელი ნუგზარ ბედინაძე  საქართველოს ლატარიის კომპანიამ საზოგადოებას დრეს გააცნო. მომგებიანი ბილეთის მფლობელმა 1, 212,171 ლარი მოიგო.

როგორც “ფორტუნას” საქართველოს ლატარიის კომპანიაში განუცხადეს,  მან მომგებიანი ბილეთი ბათუმში მდებარე ლატარიის ჯიხურში შეიძინა.”ნუგზარ ბედინაძის ბილეთმა წარმატებით გაიარა ვალიდაციის პროცედურა, მან გახსნა პირადი ანგარიში ბანკში, სადაც ორი კვირის განმავლობაში ჩაერიცხება კუთვნილი მოგება,”- განაცხადეს საქართველოს ლატარიის კომპანიაში.

ტრადიციისამებრ საქართველოს ლატარიის კომპანია წაახალისებს იმ ადამიანსაც, ვინც გაყიდა ლოტოს მომგებიანი ბილეთი. ჟუჟუნა ანთაძეს საჩუქრად კომპანიისგან ჯეკპოტის ოდენობის 2% გადაეცემა, რაც 24,000 ლარზე მეტს შეადგენს. გამარჯვებულისთვის თანხის გადაცემის ოფიციალური ცერემონიალი 10 დეკემბერს, თბილისში, საქართველოს ლატარიის კომპანიის ბეთინგ ცენტრში გაიმართება.

საქართველოს ლატარიის კომპანია ექსკლუზიური უფლების მქონე ლიცენზირებული ოპერატორია, რომელიც საზოგადოებას ლატარიის სხვადასხვა თამაშობებს სთავაზობს. მათ შორის არის ლოტო 6/36, რომელიც მომხმარებლებს ქვეყნის მაშტაბით უპრეცედენტოდ მაღალი თანხების მოგების შანს აძლევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები