LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

60
BeFunky-collage

ეროვნულ სატყეო სააგენტოსა და ბათუმის ბოტანიკურ ბაღს შორის, ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმი მცენარეთა დაცვის სფეროში სამეცნიერო და ტექნიკურ თანამშრომლობას, მცენარეთა დაცვისათვის თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების განვითარებას, ასევე, ტყის მავნებლებთან ბრძოლის მეთოდებში გამოცდილების გაზიარებას ითვალისწინებს.

მემორანდუმის ფარგლებში, პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, ტრენინგები და სემინარები გაიმართება; ასევე, დაიგეგმა ერთობლივი ღონისძიებები საქმიანობის პოპულარიზაციისა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების მიზნით.

თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა არჩილ ნიკოლეიშვილმა და ბათუმის ბოტანიკური ბაღის დირექტორმა ირაკლი არჩაიამ მოაწერეს.

mazda magti 5g