LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკი “ბლუმბერგის” სისტემაში ორი ბანკის ვაჭრობის შესახებ მონაცემებს გამოაქვეყნებს

104

ხშირად გვესმის, რომ „ბლუმბერგის“ სისტემაში ორი ბანკი ახდენს კურსზე გავლენას და ამის საპასუხოდ, ჩვენ ვაპირებთ რომ დღის განმავლობაში გამოვაქვეყნოთ ბანკების მიხედვით მათი წილი ვაჭრობაში, – ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა არჩილ მესტვირიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში ჟურნალისტებს ლარის კურსთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“დღეს ვაპირებთ ასევე გამოვაქვეყნოთ „ბლუმბერგში“ ბანკების მონაწილეობა. რადგან ხშირად გვესმის, რომ „ბლუმბერგის“ სისტემაში ორი ბანკი ახდენს კურსზე გავლენას და ამის საპასუხოდ, ჩვენ ვაპირებთ რომ დღის განმავლობაში გამოვაქვეყნოთ ბანკების მიხედვით მათი წილი ვაჭრობაში“, – განაცხადა მესტვირიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g