LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ბანკის საბჭომ ბანკის პრეზიდენტად კობა გვენეტაძე წარადგინა

202

ეროვნული ბანკის საბჭომ საქართველოს პრეზიდენტს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კანდიდატურა წარუდგინა დასანიშნად.

შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

ეროვნული ბანკის საბჭოს გადაწყვეტილებით, კობა გვენეტაძის კანდიდატურა საქართველოს პრეზიდენტს წარედგინება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობაზე დასანიშნად.

2 მარტს, საქართველოს პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად საქართველოს პრეზიდენტის მიერ წარდგენილი კანდიდატი კობა გვენეტაძე ერთხმად დაამტკიცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები