LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული გამოცდები დაიწყო – როგორ დავუჭიროთ მხარი აბიტურიენტებს?

173
715x400

2020 წლის სასწავლო წელი დასრულდა. აბიტურიენტები კი დღეიდან ეროვნული გამოცდების ჩაბარებას იწყებენ – 6 ივლისიდან საქართველოს საჯარო სკოლებში უმაღლეს სასწავლებლებში მისაღები გამოცდები დაიწყო. წლევანდელ აბიტურიენტებს გრძელი, უჩვეულო და რთული წელი ჰქონდათ. ჩვეულებრივმა გაკვეთილებმა „ზუმში“ გადაინაცვლა, გამოცდებზე კი გარდა საგამოცდო ბარათისა, მათ უნდა წარმოადგინონ ისეთი საბუთები, როგორიცაა: ჯანმრთელობის დამადასტურებელი სხვადასხვა ტიპის დოკუმენტები.

ცვლილებები ეხებათ როგორც აბიტურიენტებს, ასევე – მათ გულშემატკივრებსაც. წელს, სავარაუდოდ, ვერ ვიხილავთ საგამოცდო ცენტრების წინ შეკრებილ ოჯახებს. მათ უკვე საკმარისად ინერვიულეს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ემზადებოდნენ მათი აბიტურიენტი შვილები. ახლა კი ისღა დარჩენიათ, რომ საყვედურების ნაცვლად, ახალგაზრდებს მაქსიმალურად შეუწყონ ხელი სტრესის დაძლევაში.

როგორი მოქცევა არ მოსწონთ აბიტურიენტებს? პირველ რიგში, „არანაირი წუწუნი, არანაირი – ჩიჩინი“. ამის შესახებ კომპანია

„ზუმერმა“ სახალისო კამპანია წამოიწყო. ბრენდმა, პირველად რეკლამის ისტორიაში, აბიტურიენტებს მხარი დაუჭირა და სხვებსაც მოუწოდა, წაეხალისებინათ ისინი. როგორ წავახალისოთ აბიტურიენტები და როგორი მხარდაჭერა სჭირდებათ მათ ჩვენგან?

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე ხერხს, თუ როგორ დავამშვიდოთ და

წავახალისოთ გამოცდებზე გასული ახალგაზრდები.

ცნობისმოყვარეობა თუ უპირობო მხარდაჭერა?! რა თქმა უნდა, ძალიან გაინტერესებთ, თუ რა საკითხები შეხვდა თქვენს შვილს გამოცდაზე, რამდენად რთული იყო და როგორ უპასუხა ამ გამოწვევას. მაგრამ დააცადეთ: როცა ამის სურვილი ექნება და ამისათვის მზად იქნება, ის თავად მოგიყვებათ გამოცდის შესახებ. თქვენი ვალია, უპირობოდ დაუჭიროთ მხარი მას და მიეხმაროთ დამშვიდებასა და შემდეგი გამოცდისთვის ძალების აღდგენაში.

სრული მხარდაჭერა ნიშნავს უჩვენოთ თქვენს აბიტურიენტ შვილებს, რომ მათი გჯერათ და ხვდებით, როგორ ინერვიულეს სინამდვილეში. ეს გამოიხატება მათთვის საყვარელი გამაგრილებელი სასმლისა თუ ჯანსაღი სასუსნავის მომზადებაში, ან ნების დართვაში, გაატაროს საღამო თავის მეგობრებთან, რომლებიც ასევე საგამოცდო ციებცხელებაში ჩაერთვნენ.

გარდა ამისა, უჩვენეთ, როგორ ენდობით. არ აქვს მნიშვნელობა, როგორ ჩააბარა მან გამოცდა. ამ ეტაპზე, თქვენ უნდა უჩვენოთ, რომ მას ენდობით და გჯერათ მისი შესაძლებლობების. და მიუხედავად წარუმატებლობისა (ასეთი რამეც შეიძლება მოხდეს), თქვენ მუდამ იამაყებთ მისი მონდომებითა და გამოწვევებზე ღირსეული პასუხით.

მოკლედ რომ ვთქვათ, საყვედურებს და „ხომ გეუბნებოდის“ თქმას, სჯობს, რომ, უბრალოდ, უკვე წაახალისოთ ისინი. გამოცდების შედეგებს ვერ შეცვლით, თუმცა აუცილებელია, უჩვენოთ, რომ ენდობით, მხარს უჭერთ და მიუხედავად ყველაფრისა, ამაყობთ მისი დამოუკიდებლობით და ნებისყოფით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები