LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული კინოცენტრი ჟურნალ Film Print-ის მე-18 ნომრის პრეზენტაციას გამართავს

38

ეროვნული კინოცენტრი ჟურნალ Film Print – ის მე-18 ნომრის პრეზენტაციას ხვალ გამართავს. როგორც  ეროვნულ კინოცენტრში განაცხადეს, ჟურნალის ზამთრის ნომერში აქცენტი კეთდება რეპორტაჟებზე გადასაღები მოედნებიდან. ასევე, მკითხველს შესაძლებლობა მიეცემა წაიკითხოს საინტერესო ინტერვიუები ნანა ჯანელიძესთან, თამარ ტატიშვილთან, ქეთი დევდარიანთან, ნინო კასრაძესთან, თამუნა ინგოროყვასთან და ა.შ.

ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჟურნალში ასევე მიმოხილულია ახალი ქართული ფილმების რეცენზიები და ბოლო პერიოდში ჩატარებული საერთაშორისო კინოფესტივალები. Film Print-ის ზამთრის ნომრის რედაქტორები არიან კინომცოდნეები ლელა ოჩიაური და გიორგი რაზმაძე.

“ჟურნალის მიზანია ქართული კინოკულტურის პოპულარიზაცია და თანამედროვე კინოპროექტების გაცნობა ფართო აუდიტორიისათვის. ასევე კინოსექტორში დასაქმებული ადამიანების ინფორმირება მათი კოლეგების მიღწევებისა და პროფესიული გეგმების შესახებ”, – აცხადებენ ეროვნულ კინოცენტრში.

მათივე ინფორმაციით, Film Print-ის ახალი ნომრის პრეზენტაციასთან ერთად, ეროვნული კინოცენტრი საზოგადოებას ასევე წარუდგენს ნიუ იორკის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის (MOMA) ბუკლეტს “აღმოაჩინე ქართული კინო” და ქართული ფილმების ყოველწლიურ კატალოგს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები