LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული კინოცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი გამოცხადდა

56

ეროვნული კინემატოგრაფიის ცენტრის დირექტორი კონკურსის წესით შეირჩევა. აღნიშნულთან დაკავშრებით დღეს საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ბრიფინგი გამართა, რომელმაც კონკურსის პირობებსა და ვადებზე ისაუბრა. მინისტრის თქმით, კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორის ვინაობა აპრილის ბოლოს გახდება ცნობილი. ნანა ჯანელიძეს უფლებამოსილება 25 მარტს ამოეწურა.

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა განაცხადები მიიღება 2016 წლის 29 მარტიდან; განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადაა 2016 წლის 5 აპრილი, 17:00 საათი;

კანდიდატებისთვის კონსულტაციები გაიმართება ოთხშაბათს (30 მარტს), 14:00 საათიდან 18:00 საათამდე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს იურიდიულ დეპარტამენტში.

საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანამდებობაზე კონკურსი ღია და საჯარო იქნება. მასში მონაწილეობის უფლება  ნებისმიერ დაინტერესებულ პირს აქვს, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს: უმაღლესი განათლება; არანაკლებ 3 წლის მმართველობითი მუშაობის გამოცდილება; ორგანიზატორული უნარჩვევები და მენეჯმენტის საფუძვლების ცოდნა; გუნდური მუშაობის გამოცდილება, ადამიანური რესურსების მართვა და კომუნიკაბელურობა; ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა; კინოხელოვნების სპეციფიკის მაღალ დონეზე ცოდნა; საერთაშორისო კინოინსტიტუტებთან, ორგანიზაციებთან და კინოფონდებთან მუშაობის/თანამშრომლობის გამოცდლება და მათი სისტემური ორგანიზაციის ცოდნა; შემუშავებული ჰქონდეს კინოცენტრის და კინოინდუსტრიის განვითარების ხედვა და სამწლიანი გეგმა; საჯარო სექტორის და კულტურის სფეროს მარეგულირებელი კანონმდებლობის საფუძვლების ცოდნა.

სამინისტროს ცნობით კონკურსს კომპეტენტური ჟიური შეაფასებს, რომლის შემადგენლობაში არიან: ლანა ღოღობერიძე – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; მერაბ კოკოჩაშვილი – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ლევან კოღუაშვილი – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ბაადურ წულაძე – მსახიობი, კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ზურა ინაშვილი – კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; მინდია ესაძე – ოპერატორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ნატო მურვანიძე – მსახიობი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ნინო (ნანა) ჯორჯაძე – რეჟისორი- საკონსულტაციო საბჭოს წევრი; თინა ყაჯრიშვილი – პროდიუსერი, კინორეჟისორი – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; პაატა იაკაშვილი – კინომცოდნე – საკონსულტაციო საბჭოს წევრი; ნანა დოლიძე – კინომცოდნე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g