შაბათს, 26 დეკემბერს, 22:00 საათზე ეროვნული კინოცენტრის კინოკლუბი წარმოგიდგენთ ნინო ჟვანიას ფილმს ,,აღლუმი”.
,,აღლუმის” მსოფლიო პრემიერა შედგა კანადაში, ტორონტოს საერთაშორისო კინოფესტივალზე. ფილმი გვიყვება ბავშვობის სამი მეგობრის ისტორიას. ერთ-ერთი მათგანი ციხიდან ახლად გამოსული უიღბლო კრიმინალია, მეორე – ქუჩის მხატვარი, მესამე კი ავანტურისტი მექალთანე მსახიობი.
ფილმში მთავარ როლებს გუგა კოტეტიშვილი, გოგა პიპინაშვილი და არჩილ ქიქოძე ასრულებენ.
?კინოკლუბში გასაწევრიანებლად ეწვიეთ მოცემულ ბმულს:
https://www.facebook.com/groups/135578411346783
??ფილმის ჩვენება გაიმართება ფეისბუქ ლაივის ფორმატში ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე. ლაივ ჩვენების ბმული ასევე გაზიარდება ეროვნულ კინოკლუბში.