საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს ღირსების ორდენზე წარდგენენ – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.
საქართველოს ნაკრები რესპუბლიკის მოედანზე გამარჯვებას გულშემატკივართან ერთად ზეიმობს
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, „ისინი არიან გმირები და გმირებს დაფასება სჭირდებათ“.
„დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე, პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი, 30 წელი ველოდებოდი ამ დღეს – 1994 წლიდან და ბიჭებმა უდიდესი ბედნიერება მოგვანიჭეს.
ეს ბიჭები არიან გმირები და გმირებს სჭირდებათ დაფასება. ესენი არიან ყველაზე ღირსეული ხალხი და ამიტომ, შალვა პაპუაშვილთან ერთად, პატარა გადაწყვეტილება მივიღეთ – ჩვენი ბიჭები წარდგენილნი იქნებიან ღირსების ორდენზე, თითოეული მათგანი““ – აცხადებს პემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომლის კომენტარსაც მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
„დღეს არის უბედნიერესი დღე და ეს არის ის ბედნიერება, რომელიც ჩვენ გვაერთიანებს! მე პირადად, როგორც ერთი გულშემატკივარი,…
Posted by საქართველოს მთავრობა on სამშაბათი, 26 მარტი, 2024
შეგახსენებთ, ისტორიაში პირველად, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს – ეროვნულმა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში საბერძნეთის ეროვნულ ნაკრებს პენალტების სერიაში 4:2 სძლია და ევროპის ჩემპიონატის საგზური მოიპოვა.