LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეროვნული ვალუტა დასტაბილურდა, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს კიდეც – დავითაშვილი

51
2

მთელი ეკონომიკური გუნდი მკაფიოდ ვსაუბრობდით, რომ არ არსებობდა ლარის ამგვარი გაუფასურების წინაპირობები. ეს გამოჩნდა კიდეც და მუდმივი კომუნიკაციით ძირითად ბიზნესაქტორებთან, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან, ანალიტიკოსებთან, მოსახლეობასთან ვაჩვენეთ, რომ რეალურად, პანიკა გადაივლიდა, ეროვნული ვალუტის კურსი დასტაბილურდებოდა და ეს ასეც მოხდა, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, რომ, სამწუხაროდ, ხშირ შემთხვევაში ეკონომიკური პროცესები არის მსხვერპლი, მათ შორის პოლიტიკური პროცესების.

„დღეს თავისუფალი სავაჭრო კურსი გვაქვს და დავინახეთ, რომ ლარმა დაიწყო სტაბილიზაცია, დაიწყო წონასწორობის წერტილის მონახვა. ვფიქრობთ, რომ დღეს ეკონომიკური პარამეტრები არის ზუსტად ისეთივე, როგორც ომის დაწყებისას და ომის წინ, გვახსოვს, რამდენად გამყარებული იყო ლარი. შესაბამისად, ეს პარამეტრები არ არის სახეცვლილი, ამ მომენტისთვის, ობიექტურად, კურსი უნდა იყოს დაახლოებით იგივე წონასწორობის მიდამოებში, რაც იყო ომის დაწყებამდე. შესაბამისად, ეს ყველაფერი იყო პანიკური და ალბათ, მოლოდინების ეფექტი. ამ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ მაღალ დონეზე კოორდინაციით ყველა აქტორთან და მათ შორის იმ გადაწყვეტილებების აღსრულებით, რაც საერთაშორისო თანამეგობრობამ მიიღო, იგივე საფინანსო სანქციების კუთხით, ეროვნულ ბანკთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით და კავშირით პროცესები დასტაბილურდა, დამშვიდდა“, – აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა.

მისივე განმარტებით, ეროვნულმა ვალუტამ გამყარება დაიწყო, საბოლოოდ დასტაბილურდა და რამდენიმე დღის განმავლობაში, შესაძლოა, კიდევ უფრო გამყარდეს კიდეც.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g