LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ დროის ჯულია რობერტსის, ნივი ქემფბელისა და სხვა ლამაზმანების ოცნების მამაკაცი – მეთიუ პერი GQ-ს უახლეს ფოტოსესიაში

260
მეთიუ-პერი

სერიალ „მეგობრების“ ვარსკვლავი, მეთიუ პერი ამჯერად პოპულარული ჟურნალის GQ-ს უახლეს ნომერში გამოჩნდება. მსახიობმა მონაწილეობა მიიღო გამოცემის ფოტოსესიაში, რომელიც შემოდგომის ფერების ფონზე გადაიღეს და სადაც 53 წლის მსახიობი სხვადასხვა სტილის სამოსს ირგებს.

მსახიობი, რომლის ინტერვიუც ბოლო დროს ყველა წამყვანი გამოცემის გვერდებზე მოხვდა, ამბობს, რომ ალკოჰოლდამოკიდებულებას წლების მანძილზე ებრძოდა. როგორც ჩანს, ამან მკვეთრად იმოქმედა მის გარეგნობასა და შრომისუნარიანობაზე. საინტერესოა, რომ პერი სხვადასხვა დროს ჯულია რობერტს ლიზი კაპლანს, ლაურენ გრეჰემსა და ნივი ქემფბელს ხვდებოდა.

სიკვდილს სასწაულებრივად გადარჩენილი მეთიუ პერი ახალ გულისსწორთან ერთად გამოჩნდა და ის მასზე ასაკით საგრძნობლად უმცროსია

„მე დაქორწინება გადავწყვიტე, პლანეტის უმშვენიერეს ქალბატონს ვხვდები“ – „მეგობრების“ ვარსკვლავი მეთიუ პერი დაინიშნა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები