ზურა ხაჩიძე „ეპიზოდის“ სტუმარი იყო. მომღერალმა გულახდილად ისაუბრა იმ პერიოდზე, როდესაც მისი მეუღლე ხათუნა ჟორდანია ძალიან ავად იყო.
„ერთ ძალიან მნიშვნელოვან ისტორიას მოგიყვებით, რომელიც არსად არასდროს მომიყოლია. ხათუნა რომ დამძიმდა ძალიან, ვერ დადიოდა. ბევრმა არ იცის, რომ ვერ დაიოდა, ხელით დამყავდა სახლში. საავადმყოფოში ერთ-ერთი წაყვანისა, კიბეებზე დაეცა მუხლებით. იმ მომენტში არ მქონდა ხელი ჩაჭიდებული, წამოვაყენე და იმ მომენტიდან სულ სხვა სიყვარული დაიწყო. ხათუნა ავადმყოფობამ კიდევ უფრო მეტად შემაყვარა“, – ამბობს ზურა ხაჩიძე.
„ჩემო სიყვარულო, გილოცავ დაბადების დღეს, მადლობა უფალს, რომ მაჩუქა შენი თავი“ – ხათუნა ჟორდანია
