პარტია „დროას“ ლიდერი ელენე ხოშტარია, რომელიც მე-10 დღეა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით შიმშილობს, სოციალურ ქსელში წერს, რომ თავს კარგად გრძნობს და ერთ-ერთი ანალიზი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა, რადგან გადასხმები გაიკეთა.
„გაგიზიარებთ კარგ ნიუსებს ჩემ ჯანმრთელობაზე.
ბოლო ანალიზით ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც კრიტიკულ ზღვარზე იყო გამოსწორდა. ამიტომ ამ ეტაპზე გადასხმები გავაჩერე. თუ რამე „გაკრიტიკულდება“ ექიმებთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას.
დღე მე-9-ც მიილია და ვარ ძალიან მხნედ და შემართებით. თქვენც, ჩემო მეგობრებო, არ ინერვიულოთ“, – წერს ელენე ხოშტარია.