LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთ-ერთი ორგანოს ძალიან მწვავე ანთება მქონდა- მიხეილ სააკაშვილი 7 ნოემბრის შემდეგ მიღებულ სტრესზე

555
Untitled design - 2021-12-02T134824.652

ფიქრი, იმაზე, რა უნდა ყოფილიყო სხვანაირად, ეს რეფლექსია მე მაქვს მთელი წლები, ძალიან ბევრი მაქვს საფიქრალი, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საბიუჯეტო თანხების გაფლანგვის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„მეტი მოთხოვნა იყო, რატომ არ გამოვხატე მეტი ბოდიშის განცდა და მეტი სინანული ჩემს წინა გამოსვლაში.

ვინც სინანულისკენ მომიწოდებდნენ, როდესაც ამას აკეთებენ, უზურპატორი ხელისუფლების წარმომადგენლები, დაახლოებით ეს მათთვის ისეთივე სინანულია, როგორც სტალინს აწყობდა. ყველა აღიარებდა თავის ბრალს და მერე ყველას ხვრეტდნენ. თავისივე აღიარებული საჯარო ბრალის საფუძველზე.

იმ ხალხის მიმართ მე არანაირი სასინალო არ მაქვს.

რა თქმა უნდა, დანარჩენ საზოგადოებასთან მე ბევრი მაქვს სალაპარაკო, თქვენ იცით, რომ ჩემი საპრეზიდენტო ფიცი მე დავდე დავით აღმაშენებლის საფლავზე. დავით აღმაშენებლის „გალობანი სინანულისანი“ ზუსტად არის მორალური კატეგორიებისა და მორალური პასუხისმგებლობის ერთმანეთთან შეწონვა და აწონვა და საზოგადოების წინაშე პასუხის გება.

გარწმუნებთ ეს რეფლექსია მე მთელი წლებია, მაქვს.

დავით აღმაშენებელს გალობანი სინანულისანი არ წარმოუთქვამს თურქ-სელჩუკების ტყვეობაში და თურქ -სელჩუკების სასამართლო პროცესზე.

მეგობრებო, მე ახლა ვიმყოფები პუტინის ტყვეობაში. მე ახლა რუსული სისტემის პირადი პატიმარი ვარ. როდესაც მეტ ბოდიშს და მეტ სინანულს ითხოვთ, გთხოვთ გაიგოთ, რა მდგომარეობაში ვარ.

მე ახლა ვუყურებ ინ გა გრიგოლიას,

ინგამ ამასწინათ ისაუბრა 7 ნოემბერზე. თქვა, როდესაც პოლიცია შევიდა „იმედში“ დიდი სტრესი განიცადა და როგორ მოხვდა შემდეგ კლინიკაში. რამდენიმე დღის შემდეგ მე მივეცი ინგას ინტერვიუ მთავრობის სახლში (მასაც შეიძლება ახსოვს)  .

მინდა გითხრათ, რომ ძალიან განვიცდი, მას ეს სტრესი რომ მიადგა, ისევე როგორც ბევრ სხვა ადამიანს, მაგრამ მეც მქონდა მძიმე ტრამვა, მე მქონდა ძალიან მწვავე ანთება ერთ-ერთი ორგანოსი, როდესაც ამ ინტერვიუს ვიძლეოდი და მქონდა მაღალი სიცხე. ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ტრამვისა და განცდებისა, რაც ვიხილე და რაზეც პოლიტიკური პასუხიმგებლობა ავიღე.

მე მინდა ეს ინგამ იცოდეს. იმ, ინტერვიუს შემდეგ გვერდზე ოთახში მელოდა გერმანელი ექიმი, მისი ხარჯებიც ალბათ შეტანილია და ალბათ მასაც ბოტოქსი ჰქვია. გერმანელი ექიმი რამდენიმე დღის განმავლონბაში ცდილობდა ჩემს განკურნებას. ეს ნიკა ყიფშიძემ კარგად იცის და თემურ ჯანაშიას კარგად ახსოვს“. – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულარულები