ნიკა რურუას ძმა, გიორგი რურუა სოციალურ ქსელში აფხაზეთში, კერძოდ ტამიში მომხდარ ამბავს უზიარებს ინტერნეტმომხარებლებს.
გთავაზობთ მის სტატუსს:
,,ერთი ამბავს მოვყვები. ტამიში ყველაზე ცხელი ადგილი იყო აფხაზეთში,თითქმის ყოველდღე ხდებოდა თავდასხმა.
ჩემი მეგობრები იცავდნენ ტამიშს ამ დროს,თითქმის ხელცარიელები,მხოლოდ ერთი ტანკით.
ეს ტანკი იყო,რაც იყო !
მომგერიებელიც და თავდამსხმელიც.ორი მაგარი მექანიკოსი მართავდა ტანკს.
ერთ დღეს ჩამოვარდნენ ბიჭები ყვირილით,რომ ეს ბიჭები დაჭრესო.
გავარდა ყველა ტანკთან,ყველას ეგონა რომ ააფეთქეს. მისულებს კი ბიჭები ცოცხლები დახვდენენ.
თურმე ერთ-ერთს მეორეზე უეჭვიანია და გატეხილი ბოთლით დაუჭრია.
ბიჭები გეები აღმოჩნდენენ.
ამ ამბის გახმაურებიდან,ერთმა დატოვა ჯგუფი,მეორემ კი ვაჟკაცურად გაარგრძელა ბრძოლა ქვეყნისათვის.
ყველა პატიოსან მოქალაქეს გაუმარჯოს ❤️”