მომღერალმა რუსუდან მუმლაძემ კორონავიუსის ინფექცია მეუღლესთან, კომპოზიტორ ზურაბ ლალიაშვილთან ერთად დაამარცხა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა და მეუღლესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა.
„როგორც ყოველთვის და ყველაფერში, ტანდემი აქაც შედგა! ერთად გვესტუმრა და ერთად დავამარცხეთ!
ზურამ, როგორც ჩემზე ყოჩაღმა და ყოველმხრივ ახალგაზრდულმა, უფრო ადრე და იოლად!
წინ ახალი შემოქმედებით ტანდემია. ჯანმრთელობას და ყოველივე საუკეთესოს გისურვებთ!“, – წერს რუსუდან მუმლაძე ფეისბუქში.