LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთად ვარჯიშს მაქსიმუმ 5 ადამიანი შეძლებს, აუზის 6 მ2 ფართობზე კი – 1 პირი დაიშვება

176
The-Benefits-of-Swimming

როგორ უნდა მოვიქცეთ აუზებზე, ან სპორტულ დარბაზებში? – პანდემიამ საზოგადოების ქცევის წესები შეცვალა.

ჯანდაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების თანახმად, ღია და დახურულ აუზებზე შეზლონგებს შორის მინიმუმ 2- მეტრიანი დისტანცია უნდა იყოს დაცული. შეზლონგი გამოყენებამდე და ყოველი გამოყენების შემდგომ უნდა დამუშავდეს სადეზინფექციო ხსნარით. რეკომენდირებულია, აუზის ყოველ 6 მ2 ფართობზე 1 ადამიანის დაშვება, ამასთან, დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე. მოხმარებლისათვის განკუთვნილი უნდა იყოს ინდივიდუალური პირსახოცი, რომელიც გამოყენების შემდეგ ადგილზე რჩება. საცურაო აუზები უნდა მოეწყოს ისეთი სისტემით, რომელიც უზრუნველყოფს აუზების აბაზანებში წყლის ცვლას.

მინისტრის რეკომენდაციები, ცხადია, ვრცელდება სპორტულ აქტივობებზეც. დოკუმენტის მიხედვით ვიგებთ, რომ არაკონტაქტური და კონტაქტური სპორტის სახეობებისთვის ვარჯიში ღია სივრცეში უნდა ჩატარდეს 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით, ხოლო დახურულ სივრცეში 2 მეტრიანი დისტანციის დაცვით და ერთდროულად მაქსიმუმ 5 პირის მონაწილეობით. ამასთან, უშუალოდ სავარჯიშო სივრცეში შესვლის წინ ყველა პირისთვის სავალდებულოა ხელის ჰიგიენის ჩატარება. დაუშვებელია საერთო სარგებლობის გასახდელების ან/და საშხაპე სივრცეების გამოყენება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g