LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საცურაო აუზების გახსნის გეგმაზე მუშაობა დაწყებულია

124
swimlesson1

შრომის უსაფრთხოების ინსპექტირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ბექა ფერაძის განცხადებით, საცურაო აუზებთან დაკავშირებით დაწყებულია მუშაობა დამატებით უსაფრთხოების ღონისძიებებზე, ასევე მიმდინარეობს კომუნიკაცია სექტორის წარმომადგენლებთან. ფერაძის თქმით, გარკვეული პერიოდი სჭირდება დაკვირვებას, თუ როგორ აისახება ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე სკოლების გახსნიდან გამომდინარე გაზრდილი მობილობა.

„დაწყებულია გეგმაზე მუშაობა. ასევე, სექტორთან გვაქვს კომუნიკაცია, ვმუშაობთ დამატებით უსაფრთხოების ღონისძიებებზე. შესაბამისი პერიოდის გასვლის შემდეგ, როდესაც დავაკვირდებით, რომ ეპიდემიოლოგიური ვითარება არის სტაბილური, საბჭო იმსჯელებს შესაბამის გადაწყვეტილებაზე. ყოველ ორ კვირაში ერთხელ ვმსჯელობთ, თუმცა თუ იქნება სტაბილური ეპიდემიოლოგიური ვითარება, არ გამოვრიცხავ, რომ საბჭომ იმსჯელოს განსხვავებულ თარიღზე… დღეს კონკრეტულ თარიღზე საუბარი მიჭირს“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები