სანდრო ჯიბლაძე ვიდეოში ერთ-ერთ სასარგებლო ხილზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ მისი რაციონში ჩართვა ორგანიზმისთვის არაერთი მიმართულებით არის სასარგებლო.
მისი თქმით, ლურჯი მოცვი ანტიოქსიდანტებით მდიდარია და შესაძლოა დადებითად აისახოს იმუნურ სისტემაზე, გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე, კანის მდგომარეობასა და კოგნიტურ ფუნქციებზე.
ის ასევე ყურადღებას ამახვილებს მოცვის კვებით ღირებულებაზე და აღნიშნავს, რომ მისი ზომიერი რაოდენობით მიღება დაბალანსებული კვების ნაწილია.
“მოცვი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, მათ შორის ანთოციანინებით, რომლებიც ორგანიზმის უჯრედებს ოქსიდაციური სტრესისგან დაცვაში ეხმარება.
ის სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის, ხელს უწყობს ჯანსაღი კანის შენარჩუნებას და შესაძლოა დადებითად იმოქმედოს მეხსიერებასა და კოგნიტურ ფუნქციებზეც.
მოცვი კარგი არჩევანია მათთვისაც, ვინც აქტიურად ვარჯიშობს – მასში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები ხელს უწყობს ორგანიზმის აღდგენას ფიზიკური დატვირთვის შემდეგ.
რაც შეეხება სისხლში შაქარს – მოცვი ტკბილი გემოს მიუხედავად, შედარებით დაბალი გლიკემიური დატვირთვის მქონე ხილია და ზომიერი რაოდენობით მისი ჩართვა სისხლში შაქარს აბალანსებს”,- აღნიშნავს სანდრო ჯიბლაძე.
ექსპერტი რეკომენდაციას იძლევა, მოცვი ყოველდღიურ რაციონში, დაახლოებით ერთი მუჭის ოდენობით, შევიტანოთ.
