LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთდროულად არის ფეხბურთის მოცეკვავეც, მხატვარიც, კომპოზიტორიც.. კვარამ ფეხბურთი დააბრუნა საქართველოში, კვარასთან ერთად ბევრს მიაღწევს ეროვნული ნაკრები“ – გოგა ჩანადირი

110
BeFunky-collage (17)

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი სოციალურ ქსელში ფეხბურთელ ხვიჩა კვარაცხელიაზე წერს.

„კვარა არის ნაკრების გული და გოლი.

ის მოედნის ყველა ნაწილშია. საუკეთესოა შეტევაშიც და ართმევაშიც.

როცა ბურთს იღებს, უკვე გრძნობ, რომ ხიფათს შექმნის. არაფრისგან შეუძლია საგოლე მომენტის გამოძერწვა. როცა თამაშობს, უბრძოლველად მისხალს არ თმობს.

მისი თამაში თანაგუნდელებისთვის გადამდებია. არ გაძლევს საშუალებას, რომ ხელები ჩამოუშვა.

კვარა ნაკრების (“ნაპოლისაც”) მრავალტურბინიანი ძრავია.

მას არც თანაგუნდელების გამხნევება ეშლება და არც მეტოქის პატივისცემა.

უკრაინასთან თამაშში ნაკრების მთელი გული და სული იყო. ყოველდღე იზრდება და იხვეწება.

ის მოედანზე ისეთ განსხვავებას ქმნის, რასაც დღევანდელ ფეხბურთში ბევრი ვეღარ ახერხებს.

თამაშობს ლაღად, სიამოვნებით და ამასთანავე, საოცარი შეუპოვრობით.

ერთდროულად არის ფეხბურთის მოცეკვავეც, მხატვარიც, კომპოზიტორიც.

კვარამ ფეხბურთი დააბრუნა საქართველოში.

კვარასთან ერთად ბევრს მიაღწევს ეროვნული ნაკრები“, – წერს გოგა ჩანადირი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g