LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი და იგივე ხალხი არ უნდა იყოს: რას ამბობდნენ კარიერის დასაწყისში ისინი, ვინც ხელისუფლებიდან აღარ მიდიან

105
FORTUNA.GE (2)

ბელარუსში დიდი ამბებია. ხალხს სურს საბჭოთა კავშირს თავი დააღწიოს, თუმცა ამის გაკეთება მარტივი არ იქნება. ალბათ საზოგადოებას აღარც კი ახსოვს რამდენი ხანია უკვე მათი ლიდერი ერთი და იგივე კაცია. ასე ხდებ(ოდ)ა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში, სადაც ინერციით პირველ პირებს წასვლა უკანასკნელ ამოსუნთქვამდე არ უნდათ. ამ მხრივ მოწინავე და მაგალითის მიმცემი რა თქმა უნდა ისევ და ისევ უფროსი ძმა რუსეთია, რომლის პრეზიდენტმა სამუდამოდ გაიფორმა შეფობა. მორჩილი ხელმძღვანელები რუსეთს დღემდე სურს “მოკავშირე რესპუბლიკებში”. დასავლეთმა და თავისუფლების მოყვარე ერებმა გარკვეული უხერხულობები კი შეუქმნეს რუსეთს, მაგრამ არც ეს უკანასკნელი ნებდება და თუნდაც ჩვენი საქართველოს მაგალითიც შეგვიძლია მოვიყვანოთ. თუმცა ახლა საუბარი სხვა თემაზეა, თუ რას ამბობდნენ პოლიტიკური კარიერის საწყის ეტაპზე “მარადმწვანე ლიდერები”.

როგორც იტყვიან კომენტარი ზედმეტია, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია ეს ყველაფერი.

 

 

70-იანი წლების მმართველების ერა სრულდება. ბელარუსს სჭირდება ახალი ხალხი და ახალი პოლიტიკოსები.

ა. ლუკაშენკო

 

ხელმძღვანელს ათწლეულობით არ უნდა ეკავოს ერთი და იგივე მაღალი თანამდებობა. ისეთი მობილურობა აღარ არის.

ნ. ნაზარბაევი. 1987

 

 

 

ჩვენ სათუთად უნდა მოვეპყროთ ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას. არ უნდა მივცეთ უფლება ცვალონ იმ ხალხის გემოვნებით, რომლებიც მოცემულ მომენტში ხელისუფლებაში აღმოჩნდნენ. მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კონსტიტუციის ცვლილების.

ვ.ვ. პუტინი. ივნისი 2003 წლის

 

ეს ის პუტინია თავზე რომ დაახია საკუთარ ქვეყანას საკუთარი ქვეყნის კონსტიტუცია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები