ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ კაბალში, ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, აფეთქდა ერთი ხელყუმბარა. შემთხვევა სავარაუდოდ, ბაზრის ბიზნესწილებს უკავშირდება.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
როგორც „ფორტუნას“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით (ცეცხლსასროლი იარაღის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება ) და 188-ე მუხლით (ნივთის დაზიანება ან განადგურება გაუფრთხილებლობით) მიმდინარეობს.
ლაგოდეხში, საცხოვრებელი სახლის ეზოში ორი ხელყუმბარა შეაგდეს.