LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი პატარა ოთახი გვქონდა, 3 ბიჭით ვცხოვრობდით. ეს რომ ბელგიელებმა ნახეს, გაგიჟდნენ და ბინა გვიყიდეს“ – გიორგი ჩაკვეტაძის დედა იხსენებს, როგორ დაიწყო მისმა შვილმა კარიერა

606
გიორგი ჩაკვეტაძე

ფეხბურთელ გიორგი ჩაკვეტაძის დედამ, მთვარისა რუხაძემ შვილის საფეხბურთო კარიერასა და მის ბავშვობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ოჯახმა მოსკოვის გამზირზე ცხოვრება დევნილობაში დაიწყო.

„ტვ პირველის“ ეთერში მთვარისა რუხაძემ აღნიშნა, რომ ბელგიელების მიერ გიორგი ჩაკვეტაძის მიმართ გამოხატული ინტერესისა და მათ სახლში ვიზიტის შემდეგ, მათ [ბელგიელებმა] ოჯახს ბინა აჩუქეს:

„გივის სიტყვები მახსოვს, ეუბნებოდა: „შენ ვარსკვლავი იქნებიო“… ძალიან დიდი ტრაგედია იყო მისი ტრავმა, თუმცა გიორგიმ შეძლო ფსიქოლოგიურად ამის დაძლევა და დაბრუნება… ამ ჯგუფიდან უნდა გავიდეთ აუცილებლად!“ – გიორგი ჩაკვეტაძის დედა

„მშობლების გარეშე ერთი ღამე არ ჰქონდა გათენებული. 10 წლის იყო, დინამოს აკადემიაში რომ წავიდა და დარჩა, მაგრამ, დედასთან დაბრუნება უნდოდა. მწვრთნელი გივი ლომიძე იყო, რომელმაც მისი თამაში ნახა და უთხრა, ჩაკვეტაძე კი არა მესხი ხარო.

კრიშტიანუ რონალდუს განსაკუთრებული ფანი იყო. ახლა კიდევ ვთხოვე, რომ იქნებ, მაისურზე წარწერა გააკეთებინო-თქო, მაგრამ, მორიდებულად ედგა წინ…“ – იხსენებს მთვარისა რუხაძე.

მატჩის დღეს გიორგი ჩაკვეტაძეს ტემპერატურამ აუწია, თუმცა სპეციალური სამედიცინო მედიკამენტებით ჩაკვემ 1/8 ფინალი ითამაშა

„გიორგი ჩაკვეტაძემ გუშინ ესპანეთთან სიცხის დამწევით ითამაშა“ – ამის შესახებ Geo Team სოციალურ ქსელში წერს.

აღსანიშნავია, რომ გიორგი ჩაკვეტაძე პირველი ფეხბურთელია, რომელმაც უეფას ერთა ლიგაზე 2018 წელს გოლი გაიტანა. ამ გოლის შემდეგ მისით არაერთი უცხოური კლუბი დაინტერესდა.

„ბელგიას სურდა, გიორგის წაყვანა. ჩამოვიდნენ, სახლში მოვიდნენ, უნდა ვნახოთ, სად ცხოვრობსო. ერთი პატარა ოთახი გვქონდა. 3 ბიჭით იქ ვცხოვრობდით.

გაგიჟდნენ და გვითხრეს, ახლა წადით, მონახეთ ბინა და ჩვენ ვყიდულობთო. ეს ბინა ბელგიელებმა გვიყიდეს.“ – იხსენებს გიორგი ჩაკვეტაძის დედა.

მთვარისა რუხაძე ასევე აღნიშნავს, რომ ბოლო პერიოდში შვილი სულ სხვა ამპლუაში გაიცნო და ახლა მას ბევრად უფრო ლაღსა და თავისუფალს ხედავს:

“გამიკვირდა, ვკითხე, შენ როდის იყო, მღეროდი, ცეკვავდი-თქო. საერთოდ თუ მღეროდა, არც ვიცოდი. პასუხს არ გაგცემს, იცინის, მარტო სიცილი იცის“. – ამბობს გიორგი ჩაკვეტაძის დედა.

📌 ნოდარ მელაძის შაბათი

🅻🅸🆅🅴 ⭕ 📌 ნოდარ მელაძის შაბათი

Posted by ნოდარ მელაძის შაბათი • nodar meladzis shabati on Saturday 29 June 2024
magti 5g