LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთი რომ „დაეპოსტა“ ბერას, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე და გაიწვევდით კანონს?! მთელმა საქართველომ „დაპოსტა“, ვისი აზრი გინდათ?“ – ლევან ხაბეიშვილი

235
ბერა ივანიშვილი

ერთი რომ „დაეპოსტა“ ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს?! მთელმა საქართველომ „დაპოსტა“, ვისი აზრი გინდათ? – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა, პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს არჩევანი გასაკეთებელია ევროპასა და მამუკა მდინარაძეს, ირაკლი კობახიძეს, ბიძინა ივანიშვილს შორის.

„როგორ მოგეწონათ კადრები, როცა ახალგაზრდებს უსწორდებოდნენ ფიზიკურად?! რის გამო უსწორდებოდნენ, რომ მათ უნდათ თავისუფლება, მათ უნდათ ევროპა და თუ ნახეთ ის ახალგაზრდა მოწყვეტით რომ დაეცა, სპეცრაზმელი რომ ურტყამდა? თუ ნახეთ კადრები ახალგაზრდებს როგორ უსწორდებოდნენ ფიზიკურად? რას ეტყვით იმ ახალგაზრდებს, ვისაც ასე უსწორდებოდით გუშინ ქუჩებში?

„12 წლის წინ, ასეთი წესები პირველად რუსეთმა შემოიღო – შევყავართ სივრცეში, რომელშიც აღარ იქნება თავისუფალი მედია და სამოქალაქო სექტორი“: რა მიზანს ემსახურება „გამჭვირვალობის“ შესახებ „ოცნების“ კანონპროექტი

ერთი რომ “დაეპოსტა” ბერა ივანიშვილს, ხომ დადგებოდით ცალ ფეხზე, ხომ გაიწვევდით კანონს?! მთელმა საქართველომ “დაპოსტა”, ყველამ გამოთქვა საკუთარი აზრი. ილია თოფურიამ დაწერა, მეტი ვინ უნდა დაწეროს, ვისი აზრი გინდათ? სპორტსმენები, საზოგადო მოღვაწეები, მსახიობები, კულტურის მოღვაწეები, ჩვენი ევროპელი კოლეგები… თუ სოზარ სუბარს რადგან ესმის და ხუნდაძეს, ეს არის კანონი?

„არა რუსეთს, საქართველოს გზა ევროპაშია“ – ბუდუ ზივზივაძე

„მტკივნეულია იმის ყურება, როგორ სცემს სპეცრაზმი აქციის მონაწილეებს, რომლებიც იბრძვიან ყველას, თვით პოლიციიის კეთილდღეობისთვისაც კი“ – ილია თოფურია

ხვიჩა კვარაცხელია: საქართველოს გზა ევროპაშია.. ევროპული გზა გვაერთიანებს!! წინ ევროპისკენ!! მშვიდობა საქართველოს“

თუ ჩაკვეტაძეს რომ ესმის, ამიტომაა ეს კანონი კარგი?! თქვენ გარდა, თქვე სამარცხვინოებო, მედვედევსაც მოსწონს [ეს კანონი]. როგორ მოგწონთ ასეთი კანონი, როგორ? მედვედევს, პესკოვს, ლავროვს, პუტინს რაც მოსწონს, ეგ როგორ მოგწონთ? ეს არ არის რუსეთის მსახურება? კონკრეტული დავალება გაქვთ მიღებული და ასრულებთ! წინაზე არ ამბობდით, რომ არცერთი ახალგაზრდას თმის ღერი არ გვიღირსო, თქვე აფერისტებო, თქვე მატყუარებო, თქვენი სამარკო ნიშანია ტყუილი. 2012 წლის შემდეგ ატყუებთ ხალხს ყოველდღიურად. მთელი საქართველო არის ერთიანი. ყოველგვარი პოლიტიკური კუთვნილების გარეშე!

კალაძე: „ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი საერთო სულისკვეთება – საქართველოს მომავალი არის ევროპა“

დიახ, თქვენი, „ქართული ოცნების“ მომხრეები დგანან ამ აქციაზე. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების მომხრეები დგანან, არცერთი პარტია რომ არ მოსწონს ის ხალხიც დგას, იმიტომ, რომ მათ საკუთარი სამშობლო უყვართ, საკუთარი შვილები, იმიტომ, რომ უნდათ უკეთესი საქართველო. დაიწერებით როგორც რუსებისთვის მხარდამჭერი პარლამენტარები. საქართველოში გადაადგილების შეგრცხვებათ. ატყუებთ ხალხს. აბა, ბერა ივანიშვილმა დაწეროს, ხომ იქნებით ცუციკებივით? რატომ არ გესმით ფეხბურთელების, შოთა არველაძის, ილია თოფურიას, მამარდაშვილის? სანამ დრო გაქვთ აზრზე მოდით! თქვენ დგახართ პუტინის, მედვედევის, ლავროვის, პესკოვის მხარეს და აქეთ დგას ცივილიზებული სამყარო. ვეკითხები ხალხს, ევროპა თუ სოზარ სუბარი, ამათ შორისაა არჩევანი გასაკეთებელი. ევროპა თუ მამუკა მდინარაძე, ევროპა თუ ირაკლი კობახიძე, ევროპა თუ ბიძინა ივანიშვილი, ესაა რეალური არჩევანი. თქვენ ჩადიხართ ქართველი ხალხის წინააღმდეგ დანაშაულს! ყველას გელოდებით 19:00 საათზე რუსთაველზე“,- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

მედვედევი: „თბილისში კანონის ირგვლივ დისკუსია ქუჩის შეტაკებებსა და პარლამენტში მხიარულ, ქართულ ჩხუბში გადავიდა.. მსგავსი აქციების უკან ნაცნობი ჰოლივუდის ხელია“

პოპულალურები