LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთი სული მაქვს, როდის მოვა მეფე, რომ თავი მოაჭრას მაგათ იმ ძველი ხმლით – დეკანოზი ბასილ ახვლედიანი (ვიდეო)

581
basili

დეკანოზ ბასილ ახვლედიანის ქადაგებიდან ვიდეო გავრცელდა, სადაც ის აგრესიულ განცხადებებს აკეთებს. დეკანოზი ამბობს, რომ ერთი სული აქვს, როდის მოვა მეფე და საჯაროდ მოაჭრის თავს ღვთისმგმობელებს.

დღეს გვაქვს ტელევიზია, იგივე რუსთავი 2 თუ სხვა, რომლებიც ფეხქვეშ თელავენ ჩვენს აზროვნებას, ჩვენს ფასეულობებს და ჩვენ ვართ ეკლესია და მართლმორწმუნეები, რომლებიც როგორც მოცემულობას, ისე აღვიქვამთ და არ გვაქვს სურვილი, მივიდეთ, დავუშვათ და დავამხოთ, ავაფეთქოთ, დავშალოთ და დავარღვიოთ, დავუშვათ და აღვუდგეთ წინ, უკვე თუნდაც სისხლის დაღვრით ამ ბოროტებას. არა, სახელწიფო გვეუბნება, რომ ეს არისო 21-ე საუკუნე და ადამიანის უფლებები.

მე ვაკეთებ ერთ დასკვნას და ერთი სული მაქვს, როდის მოვა მირონცხებული მეფე სათავეში და რომ დაიყენოს ყველა მოედანზე, ღვთისმგმობი და მქადაგებელი ადამიანები, გააფრთხილოს ერთჯერ და მეორეჯერ თავი მოაჭრას იმ ძველი ხმლით თუნდაც, რომელიც მუზეუმებში ინახება. საჯაროდ მოაჭრას. არ არის სირცხვილი სიკვდილით დასჯა,“ – ამბობს დეკანოზ ბასილ ახვლედიანი.

 

https://www.youtube.com/watch?v=Zw-fy69lQIM

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g