„ერთი წელი გავიდა დე, მენატრები… უფალო, რომ არა შენი რწმენა და იმედი, რომ არა შენი აღდგომა, რა გამაძლებინებდა ამას…“ – თამუნა მდივანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ ვაჟზე
28.04.2026
1442
მსახიობისა და ინფლუენსერის, თამუნა მდივანის შვილის გარდაცვალებიდან 1 წელი გავიდა.
მსახიობი სოციალურ ქსელში გარდაცვლილი შვილის, გიორგი მდივანის ვიდეოარქივს გვიზიარებს და წერს, რომ მთელი ცხოვრება ეყოფა ის სიყვარული, რაც შვილმა დაუტოვა:
„ერთი წელი გავიდა დე, მენატრები…
უფალო, რომ არა შენი რწმენა და იმედი, რომ არა შენი აღდგომა, რა გამაძლებინებდა ამას…
ერთი წელი შენს გარეშე და შენთან…
და შენ მაინც ჩემთან ხარ ვიცი…
მთელი ცხოვრება მეყოფა ის სიყვარული, რაც დამიტოვე…“ – წერს თამუნა მდივანი სოციალურ ქსელში.