მსახიობისა და ინფლუენსერის, თამუნა მდივანის შვილი, მარიამ მდივანი გადაცემა „პრაიმ შოუს“ სტუმარია, რომლის ეთერშიც გარდაცვლილი ძმის, გიორგი მდივანის შესახებ ემოციურად საუბრობს.
მისი თქმით, ეს არის განცდა, თითქოს საკუთარი სხეულიდან ნაწილი გწყდება.
„იმ დღეების გახსენება არ მინდა. ეს არ არის უბრალოდ დანაკარგი… ეს არის სიცარიელე, რომელსაც არასდროს არაფერი შეგივსებს…იმდენად მძიმეა, რომ სანამ ამას ადამიანი გვერდიდან უყურებს, ვერ აღიქვამს. ისეთი განცდაა თითქოს საკუთარი სხეულიდან ნაწილი გწყდება. 4 წლის ვიყავი როდესაც გიო გაჩნდა. ყოველი მისი დღე მახსოვს.
ძალიან კარგი დაძმობა გვქონდა. ერთმანეთი ძალიან გვიყვარდა. მისი პირველი მესაიდუმლე ვიყავი. შეყვარებული არ ჰყავდა. საოცრად კარგი შვილი იყო. ძალიან მზრუნველი. ყველა აინტერესებდა და ანაღვლებდა. ჩემს ტკივილს ვერ განვიცდიდი, რადგან ვგრძნობდი, რომ დედაჩემს ვჭირდებოდი. მივხვდი, რომ მთელი პასუხისმგებლობა მე უნდა ამეღო.
დედას აქვს ძალიან დიდი რწმენა. ეკლესიაში დადის და მას ეს ყველაფერი ძალიან ეხმარება. ჩვენ გვწამს, რომ გიორგი მარადიულ სასუფეველშია. გვინდა, როდესაც გარდავიცვლებით მასთან მოვხვდეთ, რაც ძალიან რთულია“, – ამბობს მარიამ მდივანი.
