LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს ჩემი სუპერგმირის დაბადების დღეა, ჩემი დედაჩემის… ცხოვრება იწყება იქ, სადაც შენ ხარ და შენ სუნთქავ“ – თამუნა მდივანს შვილი დაბადების დღეს ულოცავს

368
თამუნა მდივანი

ინფლუენსერი და მსახიობი, თამუნა მდივანი იუბილარია. თამუნას ქალიშვილი, მარიამ მდივანი დედას დაბადების დღეს სოციალურ ქსელში ულოცავს.

„დღეს, ჩემი სუპერგმირის დაბადების დღეა, ჩემი დედაჩემის.

დე, დღეს მთვარის საერთაშორისო დღე ყოფილა და სამყაროც ერთხმად შეთანხმდა, ორი ყველაზე დიდი სილამაზე ერთ დღეს აღგვენიშნა.

ჩემი საუკეთესო მეგობარი და ცხოვრების მეგზური ხარ. ჩემი ყველაზე დიდი საყრდენი და მაგალითი, სიცოცხლის, სიყვარულის, სიკეთის.

ცხოვრება იწყება იქ, სადაც შენ ხარ და შენ სუნთქავ, დე. ყველა ვინც გიცნობს, იცის რომ ამას, მხოლოდ ჩემი შეხედულება და მიკერძოება არ მაწერინებს, შენ ხარ დიდი, ვეებერთელა მზის სხივი დედამიწაზე, რითაც გვილამაზებ სამყაროს…“, – წერს მარიამ მდივანი სოციალურ ქსელში.

თამუნა სოციალურ ქსელში უამრავ თბილ კომენტარსა და სურვილებს იღებს.

ცნობისთვის, დრამისა და კინოს მსახიობ, თამუნა მდივანს, რომელსაც სამი შვილი ჰყავდა, გასულ წელს ვაჟი, გიორგი მდივანი გარდაეცვალა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები