LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: „მადლობას გიხდით ყველას, ვინც ამ რთულ მომენტში ჩვენ გვერდით იყავით და ამ უმძიმეს მწუხარებას იზიარებდით… ახალი ინფორმაციით ვართ“ – რა ინფორმაციას ავრცელებენ თამუნა მდივანი და მისი ქალიშვილი

394
თამუნა მდივანი

ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი თამუნა მდივანი, რომელსაც ორი თვის წინ, მოულოდნელად შვილი გარდაეცვალა, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„როგორ გავუმკლავდე მონატრებას? დღის განმავლობაში გარეთ გავდივარ და რეალობას გავურბივარ, მაგრამ სახლში რომ ვბრუნდები…“ – თამუნა მდივანი შვილის ფოტოს გვიზიარებს

„ინსტაგრამზე“ გამოქვეყნებულ ვიდეოში თამუნა მდივანი ქალიშვილთან – მარიამ მდივანთან ერთად, საზოგადოებას მისთვის რთულ პერიოდში მხარდაჭერისა და გამხნევებისთვის მადლობას უხდის.

ამასთან, როგორც მარიამ მდივანი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, მან გამოსცა მთვარის კალენდარი, რომელსაც ძმას, გიორგის უძღვნის.

ფოტო: „არც ერთი წუთი არ არის ჩემს გულში და ფიქრებში რომ არ იყო დედი…როგორ მენატრები“ – თამუნა მდივანის ემოციური პოსტი გარდაცვლილ შვილზე

„მადლობას გიდით იმ თანადგომისთვის, რომელიც ამ დღეებში ჩემი და ჩემი ტკივილის მიმართ გამოხატეთ. ამ ხნის მანძილზე ჩემთან ერთად განიცდიდით ჩემს მდგომარეობას“, – ამბობს თამუნა მდივანი.

„მადლიერი ვარ ყველასი, ვინც ამ რთულ მომენტში ჩვენ გვერდით იდექით და ამ უმძიმეს მწუხარებას იზიარებდით.

ახალი ინფორმაციით ვართ – იქიდან გამომდინარე, რომ გვინდოდა ჩემი ძმა მარადიულად ყოფილიყო ჩვენი ოჯახისა და ყველა ადამიანის გვერდით, მომივიდა იდეა, გიორგისთვის შემექმნა მთვარის კალენდარი, რომელსაც მას ვუძღვნი.

გიორგი როგორც სიცოცხლეში არ იშურებდა არანაირი ენერგიას იმისთვის, რომ ადამიანებს დახმარებოდა, მათ გულებში სიყვარული გაეჩინა და ღიმილი კაცი ყოფილიყო, ზუსტად ასევე მინდა, რომ ზუსტად ასე განაგრძოს მისმა სულმა ჩვენ გვერდით მოღვაწეობა“, – ამბობს მარიამ მდივანი ვიდეომიმართვაში.

„დავრჩი ნახევარი, ჩემო სისხლო და ხორცო“ – მარიამ მდივანი გარდაცვლილ ძმას, გიორგი მდივანს მიმართავს და მასთან ერთად გადაღებულ ბავშვობის ფოტოებს აქვეყნებს

„40 დღე.. დრო მჭირდება, რომ შენს მონატრებასთან ერთად ვისწავლო ცხოვრება..“ – თამუნა მდივანი შვილს ემოციურ პოსტს უძღვნის

„ამ დროს როგორ წარმოვიდგენდი, რომ 4 წელიწადში გამიფრინდებოდი“ – თამუნა მდივანი შვილთან გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g