შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 9 035 აბიტურიენტიდან ერთიან ეროვნულ გამოცდაზე აპლიკანტების დაახლოებით 4% არ გამოცხადდა, დაფიქსირდა დაგვიანების ოთხი ფაქტი, აქედან სამი თბილისში, ერთი კი ქუთაისში.
დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. აბიტურიენტებს პირველი გამოცდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში აქვთ. რეგისტრაცია 08:00 საათზე დაიწყო.
წელს ეროვნულ გამოცდებზე 39 000-მდე აბიტურიენტია რეგისტრირებული. გამოცდები 22 საგამოცდო ცენტრში ჩატარდება. საგამოცდო ცენტრები ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავსა და თელავშია განთავსებული.
(2 და 3 ივლისს) მოსალოდნელი განსაკუთრებით ცხელი დღეების გამო შეიცვალა ერთიანი ეროვნული გამოცდების (ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდისა და ზოგადი უნარების გამოცდის) განრიგი. რაც შეეხება კონდიცირების სიტემებს, ამ ეტაპზე საქართველოს მასშტაბით სამ საგამოცდო ცენტრში კონდიციონერები მონტაჟდება.
