LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტების რეგისტრაცია 31 მარტის 18:00 საათზე სრულდება

89
Untitled design

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს 2021 წლის გამოცდებში მონაწილეობის მსურველებს, რომ გამოცდებზე დასასწრებად აბიტურიენტების რეგისტრაცია 31 მარტის 18:00 საათზე დასრულდება.

ეროვნული ცენტრი სთხოვს დაინტერესებულ პირებს, ყურადღებით გაეცნონ ინსტრუქციას და ვადის ამოწურვამდე გაიარონ რეგისტრაცია.

რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა საგანმანათლებლო პროგრამების არჩევის დროს: გამოცდების ეროვნული ცენტრი რეკომენდაციებს აქვეყნებს

ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, აბიტურიენტთა რეგისტრაციის პროცესი წელსაც რამდენიმე ეტაპად ტარდება:

ძირითად ეტაპზე – 31 მარტის 18:00 საათამდე:

აბიტურიენტმა უნდა ჩაწეროს სარეგისტრაციო გრაფაში პირადი მონაცემები, აირჩიოს საგამოცდო ქალაქი და ჩასაბარებელი საგნები.

საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა აბიტურიენტებს რეგისტრაციის მეორე ეტაპზე – 15 აპრილის 18:00 საათამდე  შეეძლებათ, თუმცა ვეღარ შეცვლიან საგამოცდო ქალაქს, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალში ცვლილებების შეტანის შესაძლებლობა კი აბიტურიენტებს აპელაციის შედეგების გამოქვეყნებიდან მომდევნო დღის ჩათვლით ექნებათ. კონკრეტული რიცხვი დაზუსტებისთანავე გამოქვეყნდება.

“გამოცდებში მონაწილეობის მსურველთა მაქსიმალური ინფორმირების მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა სხვადასხვა სახის საინფორმაციო მასალა მოამზადა, რომელიც ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: www.naec.ge

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ურჩევს გამოსაცდელებს, ენდონ მხოლოდ ცენტრის ოფიციალურ ვებ და ფეისბუკგვერდებზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.” – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსისთვის, საერთო სამაგისტრო გამოცდისთვის, უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდისთვის, ასევე მასწავლებელთა საგნის გამოცდისა და საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დასადასტურებლად რეგისტრაცია პირველ მარტს დაიწყო.

magti 5g