LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – რამდენი აბიტურიენტი გამოცხადდა ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე, ბოლო ცნობები

196
BeFunky-collage (7)

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო – ქვეყნის მასშტაბით გახსნილია 22 საგამოცდო ცენტრი, რომელიც წელს დარეგისტრირებულ 90 000 ათასამდე გამოსაცდელს მოემსახურება.

რეგისტრაცია ოცდაორივე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე დაიწყო.  შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდის პირველ სესიაზე დარეგისტრირებული აბიტურიენტებიდან გამოცდაზე გამოცხადდა 94%-ზე მეტი გამოსაცდელი.

ამ დროის მონაცემებით დაიგვიანა ორმა აბიტურიენტმა.

 

მეორე სესიაზე რეგისტრაციის დაწყების დროა 14:00 საათი, გამოცდის კი – 15:00 საათი.

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აპლიკანტები არ დაიშვებიან.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ ჟურნალისტებთან ეროვნულ გამოცდებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თუ აბიტურიენტს კორონავირუსი აქვს დადასტურებული, მას დამატებით სესიაზე მოიწვევენ, სესიების განრიგი კი მოგვიანებით გამოქვეყნდება.

2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყების პირველ დღეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა თბილისის საგამოცდო ცენტრები მოინახულა და აბიტურიენტებს წარმატება უსურვა.

 

 

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები. ქვეყნის მასშტაბით ყველა საგამოცდო ცენტრი მაღალ დონეზეა ორგანიზებული. წელს სიახლე გახლავთ ის, რომ ჩვენ გავზარდეთ მესამე არჩევითი საგნების სია და, შესაბამისად, აბიტურიენტებს მეტი საშუალება აქვთ, წარმოაჩინონ თავიანთი ცოდნა. მინდა, ყველა აბიტურიენტს ეროვნული გამოცდების წარმატებით ჩაბარება ვუსურვო!“,- განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

აბიტურიენტებისთვის გამოცდები 22 ივლისს დასრულდება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები