LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს

116
ლევან ბეჟაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს. ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის სასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე.

„პარტიის მმართველობამ მიიღო გადაწყვეტილება და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. ხელისუფლების მიტაცებით, არჩევნების გაყალბებით „ოცნების“ არალეგიტიმურმა პარლამენტმა შეექმნა ისეთი კანონმდებლობა, სადაც იდევნება ყველა, ვისაც განსხვავებული აზრი აქვს – იდევნებიან რიგითი პროტესტანტები, სამოქალაქო აქტივისტები, სამოქალაქო ორგანიზაციები, ტელევიზიები და ჯერი უკვე პარტიების გაუქმებაზეც მიდგა.

ლევან მაჭავარიანი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებაზე: „ნაცვლად იმისა, ქუჩაში იყვირონ, ყოველთვის ჯობია, თუ რაღაცას არ ეთანხმებიან, მიმართონ სასამართლოს“

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სამართალწარმოების პროცესს იწყებს.

ამიტომ, ჩვენ მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს „ქართული ოცნების“ საკონსტიტუციო სასამართლოს იმედი, რომელიც მიტაცებულია და ბოლო წლებში მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების, იურიდიული საზოგადოების თხოვნით და მოთხოვნით ვიწყებთ საკონსტიტუციო სამართალწარმოებას იმიტომ, რომ ამ პროცესს ექნება გადამწყვეტი მნიშვნელობა სტრასბურგის ევროსასამართლოში შემდგომი სამართალწარმოების განხორციელების ეტაპზე. ჩვენ ვიწყებთ „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელების შეტანას რამდენიმე ეტაპად- პირველ ეტაპზე იქნება გასაჩივრებული და უკვე შევიდა შესაბამისი სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში წულუკიანის ე.წ. ღალატის კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით“,- განაცხადა ბეჟაშვილმა.

გარდა ამისა, მისივე თქმით, კომისიის დასკვნის გასაჩივრებასთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს უკვე მიმართეს. 

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, მეორე ეტაპზე გასაჩივრდება ის კანონები, რომლითაც ხელისუფლება პარტიებს აუქმებს.

მისი განცხადებითვე, მესამე ეტაპი „ქართული ოცნების“ სარჩელს შეეხება.

„მესამე ეტაპი არის საკუთრივ „ქართული ოცნების“ სარჩელთან დაკავშირებით. პარტიაში იყო განსხვავებული აზრები, რამდენად ღირდა სამართალწარმოების დაწყება და „ქართულ ოცნებასთან“ ამ პოლემიკაში შესვლა. ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების და საერთაშორისო იურიდიული საზოგადოების კონსულტაციების საფუძველზე მართებულად ჩაითვალა, რომ ამ ეტაპზე მოხდეს ჩვენი მხრიდან იმ არგუმენტების წარდგენა, რომელიც საბოლოოდ ევროსასამართლოში გადამწყვეტი იქნება. „ქართულმა ოცნებამ“ ქვეყანაში რუსული რეჟიმი შექმნა, მაგრამ ამ რეჟიმს სჭირდება ბრძოლა, ბრძოლა ყველა ეტაპზე. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ამ ბრძოლას საბოლოო გამარჯვებამდე გააგრძელებს“,-განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g