LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ერთიც ბიჭია და მეორეც!!“ – დებმა შვილები 90 წუთიანი სხვაობით გააჩინეს, როგორი იყო მათი პანდემიური ორსულობის გამოცდილება

167
201228181053-02-sisters-pregnancy-trnd-exlarge-169

პანდემიური ორსულობის ერთად გავლის შემდეგ, ორი მინესოტელი და ფიქრობდა, რომ თუკი შვილებს ერთ დღეს გააჩენდნენ, ნამდვილად საოცრება იქნებოდა.

როგორც ჩანს, ეს იდეა მათ პატარა ბიჭუნებსაც მოეწონათ და მართლაც ერთ დღეს, მხოლოდ 90 წუთიანი სხვაობით დაიბადნენ.

ეშლი კეროტმა CNN–ს უთხრა, რომ მან და მისმა დამ, ბრიტნიმ სასიამოვნო სიახლე აპრილის თვეში გაიგეს.

დები ერთმანეთისგან 20 წუთის დაშორებით ცხოვრობენ და ერთმანეთს რეგულარულად ხვდებოდნენ.

„ძალიან ახლოს ვართ ერთმანეთთან და ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენი კავშირი კიდევ უფრო გამყარდა“

კეროტები საოპერაციოში 14 დეკემბერს, ღამის 2 საათზე შეიყვანეს და მათთვის ნამდვილად დიდი სიურპრიზი იყო ის ფაქტი, რომ ბავშვები თითქმის ერთდროულად გააჩინეს.

პირველი ეშლი იყო და სანამ ბრიტნი იმშობიარებდა, მან დას ოთახშიც კი შეუარა.

„მისასალმებლად წავედი, ჩემ დას დავხედე და ერთმანეთს შორიდან მოვესიყვარულეთ, ეს იყო ჩემს ცხოვრებაში ერთ–ერთი ყველაზე ემოციური მომენტი“ – იხსენებს ის.

გოგონები ექიმებმა გვერდი–გვერდ პალატებში განათავსეს მათ ერთი ექიმი და ექთნები ემსახურებოდნენ.

ექიმები ხუმრობდნენ და სანაძლეოსაც კი დებდნენ იმაზე, თუ ვინ იქნებოდა პირველი, ყველა იცინოდა და ნამდვილად სასიამოვნო ატმოსფერო სუფევდა.“

ეშლის ვაჟი კასიუს ჯონი პირველი დაიბადა, მისი დეიდაშვილი ზანდერ პაული მეორე იყო.

ზანდერი ბრიტნისთვის პირველი შვილია, ხოლო კასიუსს 3 წლის დაიკო ყავს, რომელიც პატარა ძმის დაბადებას მთელი გულით ელოდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g