შრი-ლანკაში ერთი მაიმუნი ელექტრო სადგურის ტერიტორიაზე შეიპარა და შემთხვევით მთელ ქვეყანას ელექტროენერგია გაუთიშა. ამის შესახებ The Economic Times წერს.
ენერგეტიკის მინისტრის თქმით, ცხოველმა ქალაქ კოლომბოში მდებარე ტრანსფორმატორი დააზიანა. ამის გამო შრი-ლანკაში შუქი ადგილობრივი დროით 11:30 საათზე გაითიშა.
ელექტროენერგიის აღდგენა სპეციალისტებმა მხოლოდ 3 საათის შემდეგ მოახერხეს, თანაც მხოლოდ კონკრეტულ რეგიონებში. სახელმწიფოს დარჩენილ ნაწილში სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ანალოგიური შემთხვევა მოხდა ინდოეთშიც, როცა მაკაკებმა რამდენიმე სოფელს ელექტროენერგია შეუწყვიტეს.