LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ერთს აღენიშნება დაბალი ტემპერატურა” – რა ვითარებაა ინფექციურში

292
811493ea3b881c4e4c53

აქვთ თუ არა კორონავირუსი ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ ქართველებს ხვალ გახდება ცნობილი. ბოლო პაციენტი კლინიკაში გუშინ შეიყვანეს. 25 წლის ქართველი გოგოს გარდა, დაკვირვების ქვეშ 32 წლის ქალი და 24 წლის მამაკაციც რჩებიან.

ინფექციურ საავადმყოფოში სამ პაციენტს აკვირდებიან

როგორც მედიასთან ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, ორ პაციენტს ტემპერატურა აღარ აქვს, ერთს კი დაბალი ტემპერატურა აღენიშნება. თუმცა, მიუხადავად ამისა, საქართველოს მოქალაქეები ჩინეთიდან სხვა ევაკუირებულებთან ერთად ორი კვირის განმავლობაში კარანტინში მაინც დარჩებიან.

“არცერთ მათგანს არ აქვს რენტგენოლოგიურად დადასტურებული პნევმონია. ერთს აღენიშნება დაბალი ტემპერატურა, მაგრამ ჯერ-ჯერობით მაინც რჩებიან კლინიკაში”- აცხადებს თენგიზ ცერცვაძე.

რამდენიმე დღის წინ, კვლევებისთვის გერმანიაში სამივე პაციენტის სისხლი გაიგზავნა.

ჩინეთიდან თურქეთში ევაკუირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით ლაბორატორიული კვლევის საბოლოო შედეგი, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი. შეგახსენებტ, საქართველოს სამი მოქალაქე თურქული თვითმფრინავით ანკარაში ორი დღის წინ ჩაფრინდა. მოგვიანებით, საქართველოს კიდევ ორი მოქალაქე ფრანგული მხარის დახმარებით, უჰანიდან საფრანგეთში გადაიყვანეს, სადაც კარანტინის 14 დღიან პერიოდს გაივლიან.

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g