LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ეს აღდგომა სევდიანია, ვითარება რომლის წიაღშიაც მას ვზეიმობთ, საზეიმო არ არის: მალხაზ სონღულაშვილი

113
მალხაზ სონღულაშვილი

საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია მიტროპოლიტ მალხაზ სონღულაშვილის სააღდგომო მილოცვას აქვეყნებს და წერს, რომ ეს აღდგომა სევდიანია, რადგან ვითარება რომლის წიაღშიაც მას ვზეიმობთ, მაინცდამაინც საზეიმო არ არის, არც ჩვენში, საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში.

მისივე განცხადებით, შარშანდელი აღდგომიდან დღემდე ქვეყანამ ათასობით ადამიანი დაკარგა პანდემიის გამო და ახლაც არავინ იცის ის, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

„ძვირფასო მეგობრებო,

ჩვენი ეს აღდგომა სევდიანია, რადგან ვითარება რომლის წიაღშიაც მას ვზეიმობთ, მაინცდამაინც საზეიმო არ არის, არც ჩვენში, საქართველოში, ისე დანარჩენ მსოფლიოში. შარშანდელი აღდგომიდან დღემდე ქვეყანამ ათასობით ადამიანი დაკარგა პანდემიის გამო და ახლაც არავინ იცის ის, რამდენი ადამიანის სიცოცხლეს შეიწირავს.

ჰოდა, სწორედ ამიტომ არის აღდგომა დღეს და ახლა ასე მნიშვნელოვანი.

ვნების კვირის ამბავის გახსენებაა და გაკვალადებაა იმისა, რაც დიდი ხნის წინად მოხდა, მაგრამ მისი საზრისი დღესაც ნუგეშია ჩვენი: მზეს თუ ღრუბელი მოეფარება, ეს სულაც არ მეტყველებს ღრუბლის უძლეველობაზე და არც იმაზე, რომ მზე აღარ გამოანათებს და აღარ გაათბობს შიშისაგან, მტრობისაგან, სიძულვილისაგან და სიბრიყვისგან გათოშილ გულებს. ძველ ლიტურგიაში სააღდგომოს საგალობელში იგალობებოდა: „საფლავიდან ამობრწყინდა მზე!“

დაე, ამ აღდგომამ ამოაბრწყინოს სამართლიანობის, სიყვარულის და მიმღებლობის მზე ამ მრუმე წუთისოფელში. დაე ამ აღდგომამ გაგვამხნევოს და სიყვარულით აგვავსოს.

ქრისტე აღდგა,

ქრისტე აღდგა,

ქრისტე აღდგა.

სიყვარულით,

მალხაზ სონღულაშვილი

თბილელი მიტროპოლლიტი

მშვიდობის კათედრალი, 2021

აღდგომა ქრისტესი“, – წერია გავრცელებულ მილოცვაში.

mazda magti 5g