“ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები გახდებიან”,-ამის შესახებ ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა განაცხადა.
სტოლტენბერგის განცხადებით ალიანსი შეთანხმდა, რომ როდესაც საქართველო და უკრაინა მზად იქნებიან ამისთვის, ისინი ნატოს წევრები გახდებიან.
მისივე თქმით, ნატოში გაწევრიანების საკითხზე უკრაინისა და საქართველოს გადაწყვეტილებაზე გავლენას არ უნდა ახდენდეს არცერთი ქვეყანა, მათ შორის არც რუსეთი.
„ჩემი აზრით, ნათელია, რომ ეს არ მოხდება ხვალ, მაგრამ უკრაინა და საქართველო ნატოს წევრები იქნებიან. ამიტომ მინდა მივმართო ჩვენს ნატოელ მოკავშირეებს და ამაზე ჯო ბაიდენთანაც ვისაუბრეთ: უნდა გავზარდოთ ჩვენი ძალისხმევა და მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის. უნდა დავეხმაროთ მათ უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში ინსტიტუტების ჩამოყალიბებაში, რეფორმების გატარებაში და კორუფციასთან ბრძოლაში“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.